რეგიონი

ხუთმა მოსწავლემ კახეთიდან ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროგრამაში გაიმარჯვა

ხუთმა მოსწავლემ კახეთიდან ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროგრამაში გაიმარჯვა.
დედოფლისწყაროელი, საგარეჯოელი და გურჯაანელი მოსწავლეები, 2022-2023 წლებში, მომავალი ლიდერთა გაცვლის, FLEX ის პროგრამით ამერიკაში ისწავლიან.

პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის სკოლის მეათეკლასელი, სალომე მოზაიძე ამბობს, რომ კონკურსში პირველად მონაწილეობდა.

“ვფიქრობ, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტში პირველად ჩართვა და შემდეგ გამარჯვება რეგიონში მცხოვრები მოსწავლისთვის ძალიან დიდი მიღწევაა. ეს, პირველ რიგში, საკუთარი თავის გამოცდა იყო. პროექტი უნიკალურ შანსებს მაძლევს პიროვნული განვითარებისა და აზროვნების ჩამოყალიბებებისთვის. ასევე მაქვს მოლოდინი, რომ შევიძენ უდიდეს გამოცდილებას და რაც მთავარია, გავაუმჯობესებ ინგლისურ ენას”– ამბობს მოზაიძე.
გამარჯვებულები ამერიკულ ოჯახში იცხოვრებენ, დაენიშნებათ სტიპენდია და ექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

კონკურსი 2021 წლის შემოდგომაზე, კორონავირუსის პანდემიის გამო, ონლაინ ჩატარდა და სამ რაუნდს მოიცავდა.

მომავალ ლიდერთა გაცვლის პროგრამას საქართველოში, ამერიკის მთავრობა უკვე 29 წელია აფინანსებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button