მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ხვალ ბათუმში რუსი პროპაგანდისტები ჩამოვლენ

ბათუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ მომდევნო რუსულ ტურისტულ ლაინერს პროტესტით დახვდებიან. რომელიც 31 ივლისს სოჭიდან გამოვა და ბათუმში რუს პროპაგანდისტებს ჩამოიყვანს.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ისინი შეკრებას დღეს ღამის 12:00 საათიდან დაიწყებენ, გემი ბათუმის პორტში ადგილობრივი დროით დილის 7:00 საათზე გაჩერდება.

ბათუმში აქციას დედაქალაქიდანაც შეუერთდებიან.
როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი დუმბაძე აცხადებს, პროტესტის ფორმა იქნება მტკიცე.

“ძალიან მარტივად, ჩვენ გემს დავხვდებით ნებისმიერ მსურველს, ვისთვისაც გულთან ახლოს მისატანია საქართველოს მომავალი, ბათუმის მომავალი, ჩვენი მეგობრების, ოჯახის წევრების მომავალი, ყველას აქ ველოდებით. შეკრებას დავიწყებთ ღამის 12 საათიდან, დავხვდებით 6 საათამდე, შესაბამის დახვედრას მოვუწყობთ ოკუპანტებს. პროტესტის ფორმა ძალიან მტკიცე იქნება, მოხდება ქართველების პოზიციის დაფიქსირება, რათა ყველას შევახსენოთ, რომ ბათუმი, საქართველო გვეკუთვნის ქართველებს. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ რუსი სულთამხუთავი ერია, ტურისტის სახელით ამოფარებული პროპაგანდისტი შემოდის და შემდგომში განცხადებებს აკეთებს, თითქოს აფხაზეთი ჩვენგან იხსნეს. ბათუმელებს არ გვესწავლება სტუმარ-მასპინძელი, არც სტუმრების დახვედრა, ჩვენ ვართ ოკუპაციის წინააღმდეგი”, – თქვა გიორგი დუმბაძემ.

საკრუიზო გემით ამჯერად საქართველოში უკრაინის ომისა და პუტინის მხარდამჭერი არტისტები აპირებენ ჩამოსვლას.

ვინ იქნება რუსეთიდან მომავალ მომდევნო საკრუიზო ლაინერზე
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.

ცნობისთვის კომპანია, რომელიც საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ფლობს, აშშ-სა და უკრაინის მიერაა სანქცირებული.

შეგახსენებთ, “ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სოჭიდან ბათუმში 31 ივლისს ჩავა. „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, საკრუიზო ლაინერზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ომის მომხრე არტისტები იმყოფებიან.

რუსებმა საქართველოში დასვენება ვერ მოასწრეს-რუსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი პროტესტის ფონზე დატოვა

ამ ქაჯობამ ქვეყანას მძიმე შედეგები მოუტანა -ოცნება რუსებს იცავს და ქართველებს აკრიტიკებს

მსგავსი პოსტები

Back to top button