მნიშვნელოვანისიახლეები

ხვალ ჩვენი ქვეყნის, მომავალი თაობის, ჩვენი საქართველოს ბედი გადაწყდება-ოპოზიცია

ხვალ რუსებს ისეთი გოლი უნდა გავუტანოთ, რომ საქართველოს ისტორიას ახსოვდეს

სულ, რაღაც 11 საათში ჩვენი ქვეყნის, ოჯახების, მომავალი თაობის, ჩვენი საქართველოს ბედი გადაწყდება. ეს არჩევანი არის ისტორიული არჩევანი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, ხვალ, ყველა უბანზე იქნება „ძლიერი საქართველო“ წარმოდგენილი და ერთი „ხმის მითვისების საშუალებასაც“ არავის მისცემენ.
„ძლიერი საქართველოს“ შტაბიდან მოგესალმებით. სულ, რაღაც 11 საათში ჩვენი ქვეყნის, ოჯახების, მომავალი თაობის, ჩვენი საქართველოს ბედი გადაწყდება. ეს არჩევანი არის ისტორიული არჩევანი. ეს არჩევანი არის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ძლიერი ქვეყნის მშენებლობისთვის. მინდა, ჩვენ თანამებრძოლებს, გუნდელებს, ჩვენი შტაბის წევრების და განსაკუთრებით ჩვენი შტაბის ხელმძღვანელს დათო გამყრელიძეს, გადავუხადო მადლობა, იმ არაჩვეულებრივი მუშაობისთვის, რაც მან ჩვენ გუნდთან ერთად ჩაატარა.
ყველას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი წარმომადგენლები არიან ყველა უბანზე. ვუყურებთ და ვაკვირდებით პროცესებს. არავის მივცემთ ერთი ხმის მითვისების უფლებას, რადგან ეს არჩევნები არის ისტორიული. ამ არჩევნებში ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს და აირჩიოს ის ხელისუფალი, რომელიც საკუთარ ქვეყანას მოემსახურება და არა ისეთი, როგორიც დღეს ჰყავს „ქართული ოცნების“ სახით, რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ყველანი არჩევნებზე! ჩვენ გავიმარჯვებთ! „ქართული ოცნება“ უკვე დამარცხებულია, მაგრამ ხვალ ამის გაფორმება მოხდება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხვალ რუსებს ისეთი გოლი უნდა გავუტანოთ, რომ საქართველოს ისტორიას ახსოვდეს , – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე საარჩევნო შტაბში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ანა დოლიძის თქმით, თითოეული ხმა დაცული იქნება და ამომრჩეველს არ უნდა შეეშინდეს ისტორიული არჩევანის გაკეთების.
“სულ რამდენიმე საათი დარჩა ჩვენს გამარჯვებამდე. მადლობა ყველას უპრეცედენტო თავდადებისთვის – დღეს რიგები იყო ტრანსპორტთან იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები წავიდნენ სახლში ხმის მისაცემად, ჰაერში გამარჯვების სუნი ტრიალებს. ხვალ რუსებს ისეთი გოლი უნდა გავუტანოთ, რომ საქართველოს ისტორიას ახსოვდეს. ხვალ ჩვენ ვიგებთ ომს არა მარტო ”ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ და ვაჩვენებთ ჩვენს ხასიათს, როგორები ვარ ქართველები. ხვალ ჩვენ ვიგებთ რეფერენდუმს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ევროპული კეთილდღეობისთვის საქართველოში, ჩვენი ბავშვების საუკეთესო მომავლისთვის, უსაფრთხოებისთვის, კვებისთვის, კარგი განათლებისა და ჯანმრთელობისთვის!
ხვალ დილის 08:00 საათზე ისეთი რიგები უნდა იყოს ყველა საარჩევნო უბანთან, რომ მთელს ევროპასა და ამერიკას გაუკვირდეს, როცა გაზეთებს გადაშლიან და ინტერნეტს გახსნიან. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს და თქვენ გქონდეთ ჩვენი იმედი, ჩვენ დავიცავთ თითოეულ ხმას. შტაბიც გვაქვს უზარმაზარი, 6 ათასი დამკვირვებელიც გვყავს, საოლქოს წევრებიც გვყავს. ჩვენ ვიქნებით ქუჩაშიც, შტაბშიც და თქვენი თითოეული ხმა იქნება დაცული, არ შეგეშინდეთ არც ერთი წამით საუკუნოვანი ისტორიული არჩევანის გაკეთება ევროპისთვის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მიიღეს ინფორმაცია, რომ ისრაელში გახსნილ ერთადერთ საარჩევნო უბანზე ოცნების წარმომადგენლები კომისიაში გამოცხადებას არ აპირებენ, რითაც 2 000-ზე მეტი ამომრჩევლისთვის ხმის უფლების წარმთმევა სურთ.
სამადაშვილის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესის ჩაშლას ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია ხელმძღვანელობს.
“მივიღეთ ინფორმაცია, რომ ისრაელში, რამათ-განში გახსნილი ერთადერთი საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ დაწერა განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტასთან დააკავშირებით. კომისიაში ქართული ოცნების წარმომადგენლები აპირებენ, რომ არ გამოცხადდნენ ხვალ არჩევნების ჩასატარებლად. საარჩევნო კომისია შედგება 17 წევრისგან და არჩევნების დღეს 9 წევრი მაინც უნდა გამოცხადდეს, რომ კომისია შეუდგეს საქმიანობას.
ოცნება ცდილობს, არჩევნებში მონაწილეობის უფლება 2000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს წაართვას, რომელიც არის დარეგისტრირებული ამ უბანზე. ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ წარმოებულ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობს საქართველოს ყოფილი ელჩი, ლაშა ჟვანია.
ბატონო ლაშა, მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლა და საბოტაჟი არის სისხლის სამართლის დანაშაული.
ამ ქვეყანას 27 ოქტომბრიდან ეყოლება ახალი ხელისუფლება, რომელიც არა მხოლოდ დააბრუნებს ქვეყანას ევროპული განვითარების გზაზე, არამედ დაამყარებს კანონის უზენაესობას და პასუხი მოეთხოვება ყველას, ვინც დღეს ან ხვალ შეეცდება, ხელი შეუშალოს ქართველი ხალხის კონსტიტუციურ უფლებას – გააკეთოს არჩევანი”, – თქვა სამადაშვილმა პრესკონფერენციაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button