ხვალ პარლამენტში ბიუროს სხდომა დაინიშნა ხოლო 12:00 საათზე პლენარული სხდომა გაიმართება.

პარლამენტში ხვალ ბიუროს სხდომა და პლენარული სხდომა ჩაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა.
“10 მარტს, 11:45 საათზე საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა, 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა გაიმართება. “საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. სასახლეში დაიშვებიან აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები, რომლებიც წინასწარ შეთანხმებული იქნება პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტთან.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრებისა, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა,”- წერია განცხადებაში.
მათივე ცნობით, ხვალვე, 11:45 საათზე ბიუროს სხდომა გაიმართება.
პარლამენტის პრესსამსახურში განაცხადეს რომ მხოლოდ ერთი საკითხი იქნება დღის წესრიგში – „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის მერე მოსმენით კენჭისყრაზე „ჩაგდება”.
ამასთან ცოტა ხნით ადრე, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა სთხოვეს.
ამჟამად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნა არის, რომ „ქართულმა ოცნებამ” ოფიციალურად გააფორმოს პოლიტიკური გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის „ჩაგდების” შესახებ.
შეგახსენებთ რომ 9 მარტს საქართველოს პარლამენტის აპარატმა გაავრცელა განცხადება, რომ ინფრასტრუქტურის დაზიანების და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართებოდა.დღეს დილით, 9 მარტს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გაიწვევენ პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.
საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.
პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა “რუსულ კანონზე” და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს “რუსული კანონის” და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.