მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ხვალ რუსეთი დანიას გაზის მიწოდებას შეუჩერებს

დანიურმა ენერგეტიკულმა კომპანიამ Ørsted-მა დაადასტურა, რომ რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტი “გაზპრომი” ქვეყნისთვის გაზის მიწოდებას 1 ივნისიდან მას შემდეგ შეწყვეტს, რაც Ørsted-მა ბუნებრივი აირის რუბლებში გადახდაზე უარი განაცხადა.დანიურმა ენერგეტიკულმა კომპანიამ გუშინ განაცხადა, რომ შესაძლოა რუსული გაზის მიწოდება შეუწყდეთ.

დანიური კომპანიის განცხადებაში ნათქვამია:

“ვინაიდან არ არსებობს გაზსადენი, რომელიც რუსეთიდან პირდაპირ დანიაში მოდის, რუსეთი ვერ შეძლებს, პირდაპირ შეწყვიტოს ბუნებრივი აირის ტრანზიტი დანიაში. შესაბამისად, ჩვენთვის კვლავ იქნება შესაძლებელი გაზის მიღება. თუმცა, ეს ნიშნავს, რომ დანია უფრო მეტად უნდა ორიენტირდეს გაზის ევროპის ბაზარზე შეძენაზე. ველით, რომ ეს შესაძლებელი იქნება”.
მათივე თქმით, ისინი მტკიცედ დგანან საკუთარ პოზიციაზე, არ გადაიხადონ საფასური რუბლში.
როგორც Ørsted-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მადს ნიპერმა განაცხადა ისინი ამ სცენარისთვის ემზადებოდნენ.

​ევროპული ანალიტიკური ცენტრის, Bruegel-ის თანახმად, დანიის ენერგიის მთლიანი მოხმარების დაახლოებით 4% რუსულ გაზზე მოდის.

რუსეთმა ბუნებრივი აირით მომარაგება უკვე შეუწყვიტა პოლონეთს, ფინეთსა და ბულგარეთს, მიზეზი ისევ და ისევ მათ მიერ გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარის თქმა იყო.
გარდა ამისა, დღს გახდა ცნობილი, რომ რუსეთმა გაზის მიწოდება ნიდერლანდებსაც შეუჩერა.რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყველა ის ქვეყანა, ვისაც გადახდა მხოლოდ ევროსა და დოლარში სურს, “არამეგობრულთა” სიაში შეიყვანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button