მნიშვნელოვანირეგიონი
აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი მთლიანად შეჩერდება

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი მთლიანად შეჩერდება.
შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.
„ხვალ 22.00 საათიდან აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებს, ასევე ხვალიდან მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა.
მოუსმინეთ ნათია მეზვრიშვილის ხმას
შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 164 მხოლოდ აჭარაში.