მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ხვალიდან, თურქეთში 18 წლის ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაცია იწყება

25 ივნისიდან  თურქეთში, მასობრივი ვაქცინაციის პროცესში 18 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეები ჩაერთვებიან – ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.

„თურქეთი პარასკევს 18 წლის ზემოთ ასაკის ყველა მოქალაქის ვაქცინაციას იწყებს,” – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში ვაქცინაციის პროგრამა იანვარში დაიწყო და დღემდე ვაქციების 44 მილიონ დოზაზე მეტია გამოყენებული. ვაქცინაციის ტემპი ბოლო დღეებში განსაკუთრებით დაჩქარდა და 14 ივნისიდან 20 ივნისამდე პერიოდში დაახლოებით 7.7 მილიონი მოქალაქე აიცრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button