ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 429 ბავშვი დაიღუპა, 817 კი დაშავდა. ამასთან, გენპროკურატურა აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
📌დონეცკი – 417
📌ხარკივი – 259
📌კიევი – 116
📌მიკოლაივი – 77
📌ზაპოროჟიე – 69
📌ჩერნიგოვი – 68
📌ლუჰანსკი – 64
📌ხერსონი – 57
📌დნეპროპეტროვსკი – 31
ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 2663 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 326 კი მთლიანად განადგურდა.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.
ომის დაწყებიდან დღემდე 1 246-ზე მეტი კი დაშავდა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.