სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა ლიდს იუნაიტედმა შეიძინოს

ინგლისელი სპორტული ჟურნალისტის, დანიელ ემერის ცნობით, პრემიერ-ლიგის კლუბმა ლიდსმა, ხვიჩა კვარაცხელია იანვარში აუცილებლად უნდა შეიძინოს.

როგორც მისი აგენტი თემურ ღურწკაია ამბობს, ხვიჩას რეალური ფასი 10-დან 12 მილიონ ევრომდეა და არა 20 მილიონი, რასაც რუბინის ხელმძღვანელობა ითხოვს. – საუბრობს ემერი.

ემერის ინფორმაციით ასეთი დონის ტალანტის, კვარაცხელიას ტრანსფერში გადახდილი 12 მილიონი ლიდს იუნაიტედისთვის უბრალოდ საჩუქარი იქნება. ის აუცილებლად უნდა თამაშობდეს ევროპის საუკეთესო კლუბში.

ტრანსფერმარკეტზე მას 18 მილიონ ევროდ აფასებენ, მაგრამ სპორტული პოტენციალით რიბერის და რობენის მსგავსი ფეხბურთელის შეძენა ლიდსს მხოლოდ გააძლიერებს.

კვარაცხელიას აქვს უნარი მარცხენა ფლანგზე, დრიბლინგის ჯადოქრად ჩამოყალიბდეს, – წერენ ბრიტანელები.

ასე, რომ ინგლისური ფეხბურთის სამყარო მთავარ აქცენტს კვარაცხელიას ზედმეტად გაზრდილ ფასზე აკეთებს და რეალური ღირებულების შემთხვევაში მას რუსეთში აქამდე არავინ გააჩერებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button