მნიშვნელოვანისაქართველოსპორტი

ხვიჩა კვარაცხელია წალენჯიხაში გულშემატკივარებს შეხვდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცნობით,ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ხვალ,საშა კვარაცხელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მშობლიურ ქალაქში თავის გულშემატკივრებთან შეხვედრას გამართავს.

ამავე ინფორმაციით, ღონისძიება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად ჩატარდება და დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, ყაზანის „რუბინის“ მოთამაშე და დღეისთვის ყველაზე ძვირადღირებული და პოპულარული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია 20 წლისაა და ის წარმოშობით წალენჯიხიდანაა.

შესაძლოა, ახალგაზრდა ფეხბურთელი სულ მალე ევროპის რომელიმე წამყვან კლუბში ვიხილოთ.

ბოლო ინფორმაციით, ის „რუბინმა“ 15 მილიონ ევროდ თურქეთის „გალათასარაის“ არ მიჰყიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button