მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას მე-4 გოლი და «პარი სენ-ჟერმენმა» ანგარიშით 5:0 მოიგო

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „ინტერთან”, “პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიშით 5:0 მოიგო. მატჩის ერთ-ერთი, მე-4 გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
გოლის გატანა ხვიჩა კვარაცხელიამაც მოახერხა და პირველი ქართველი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.

კვარაცხელია მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ევროპის მთავარ საკლუბო ტიტულს დაეუფლა, პარიზული გრანდისთვის კი ეს პირველი ჩემპიონთა ლიგის თასია.

თავდაპირველად, შეხვედრის პირველი ნახევარი „პსჟ”-ს უპირატესობით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

კერძოდ, მატჩის მე-13 წუთზე პირველი გოლით ანგარიში „პსჟ”-ს ფეხბურთელმა, აშრაფ ჰაკიმმა გახსნა. მეორე გოლით გუნდის უპირატესობა დეზირე დუემ 21-ე წუთზე მოუტანა.

რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნახევარს, 64-ე წუთზე მეტოქის კარში გოლი კვლავ დეზირე დუემ გაიტანა. მატჩის 73-ე წუთზე კი გუნდისთვის მეოთხე გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. 86-ე წუთზე კი შეხვედრის ფინალური გოლი „პსჟ“-ის ფეხბურთელმა, სენი მაიულუმ გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ფრანგული „პსჟ“ და იტალიური „ინტერი“ მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ დაუპირისპირდნენ.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო. გუნდს აქამდე ერთხელ ჰქონდა ფინალში ნათამაშები, 2020 წელს პარიზელები მიუნხენის „ბაიერნთან“ დამარცხდნენ.

5:0 – “პარი სენ ჟერმენი” ჩემპიონია. ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ქართული გოლი გავიდა. ავტორი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც ოცნება აიხდინა, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მოიგო და ლიგის თასი აწია.

მატჩის დასრულების შემდეგ კვარაცხელიამ მედიასთან განაცხადა, რომ ღმერთს მადლობას უხდის, რადგან გოლი გაიტანა და ასეთი დღე აჩუქა.

“რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი მოვიგე და ძალიან ბედნიერი ვარ. ემოციებისგან იმდენად დაღლილი ვარ, რომ სიტყვების პოვნა რთულია. პირველ რიგში, ყველას მადლობას გადავუხდი ჩემს გვერდით ყოფნის გამო. ღმერთს ვეუბნებოდი მადლობას, რადგან როდესაც შრომობ და ეს ყველაფერი უკან გიბრუნდება ძალიან სასიამოვნოა და მადლიერი ვარ ამისთვის. ღმერთს მადლობას ვუხდიდი, რომ გოლი გავიტანე და ასეთი დღე მაჩუქა”, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ხელაიფის თქმით, მთავარი საკლუბო ტურნირის მოსაგებად „პარი სენ-ჟერმენი“ 14 წელი მიდიოდა და ფინალში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობით ითამაშა.

„5:0. ეს წარმოუდგენელია, სიზმარია. საფრანგეთის დროშას ვიცავთ, ფრანგული კლუბი ვართ, ამას ვიმსახურებთ. საფრანგეთში ბევრი დიდი კლუბია, ყველა აკრიტიკებს ლიგა 1-ს და ამბობს, რომ არ გვაქვს მაღალი დონე, მაგრამ დღეს ვაჩვენეთ, რომ შესანიშნავი მოთამაშეები გვყავს.

ამ გამარჯვებამდე მისასვლელად 14 წელი დაგვჭირდა, ფინალში მეორე ყველაზე ახალგაზრდული გუნდი გვყავდა და მომავლისთვის რაღაცას ვაშენებთ. მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი და საუკეთესო სპორტული დირექტორი გვყავს, შესანიშნავი კლუბი ვართ“, – თქვა ალ-ხელაიფიმ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ინტერი“ 5:0 დაამარცხა. შეხვედრაში მეოთხე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და გახდა ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ტურნირის ფინალში თავი გამოიჩინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button