სიახლეებისპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას ქართველი გულშემატკივრები „ნაპოლის“ თამაშს დაესწრნენ

ზუგდიდელი ოთხი მეგობარი და ხვიჩა კვარაცხელიას გულშემატკივრები მილანში, სან-სიროს სტადიონზე „მილანისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდ „ნაპოლის“ თამაშს დაესწრნენ. ისინი მატჩზე დასასწრებლად თბილისიდან გაემგზავრნენ. იტალიაში ისინი “კვარას” საგულშემატკივროდ ჩავიდნენ.

გიორგი გარდავა ამბობს, რომ მათ იტალიური ტელეარხების ყურადღებაც დაიმსახურეს და მათი აქტივობა იტალიური ტელეარხითაც გაშუქდა. ზუგდიდიდან ჩასულ გულშემატკივრებს საქართველოს დროშისა და კვარაცხელიას გამოსახულებიანი ბანერი ეჭირათ წარწეროთ- “ხვიჩა, საქართველოს უყვარხარ“.

“ხვიჩასთან არ გვისაუბრია სამწუხაროდ, დასამახსოვრებელი იყო, ის ენითაუღწერელი ემოცია რაც იქ სუფევდა. ყოველი მეორე ” კვარა კვარას” სკანდირებდა და KVARA GRANDE -ს გაიძახოდა. ჩვენ ქართველებს რომ შეგვამჩნევდნებ გვეხუტებიდნენ და ყველა კვარაზე თავის სიყვარულს გვიზიარებდა”,-გვითხრა ზუგდიდელმა გიორგი გარდავამ.

“მილანისა” და “ნაპოლის” მატჩი,გუშინ კვარაცხელიას გუნდის გამარჯვებით – 2:1 დასრულდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button