
გადაცემა BBC The One Show-ს ჩაწერაზე მიწვეულმა კიანუ რივზმა ახალ მატრიცაზე ილაპარაკა.

“მაგიური ფილმის გაკეთებას ვცდილობთ, რომელსაც შესანიშნავი რეჟისორი ლანა ვაჩოვსკი ხელმძღვანელობს. მისი სცენარი ბრწყინვალეა. ეს სიყვარულის ისტორიაა”. – ამბობს მსახიობი ინტერვიუში.

მეოთხე მატრიცას სიუჟეტის დეტალები გასაიდუმლოებულია. რადგან მორფეუსის როლზე ახალგაზრდა მსახიობია დამტკიცებული, თაყვანისმცემლების ნაწილმა ჩათვალა, რომ ფილმის მოქმედება წარსულში განვითარდება, მაგრამ ეს მოსაზრება რივზმა უარყო.
“სცენარის შესახებ ვერ ვილაპარაკებ. მაგრამ ერთს გეტყვით, არავითარ შემთხვევაში, წარსულში არ დავბრუნდებით. მატრიცა 4 პრიქველი არ იქნება”. – აღნიშნავს რივზი.