კიბე, რომლითაც შენობაში ვერ შეხვალ
რეაბილიტაციის შემდეგ, ახალშენის კულტურის სახლში სახანძრო სათადარიგო კიბესა და მასთან გამავალ კარებს შორის კავშირი არ არის და მისი გამოყენება შეუძლებელია. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
კულტურის სახლი ორჯერ გამოცხადებული ტენდერის შემდეგ გარემონტდა. მაგრამ ახლა მერიამ ტენდერი მესამეც უნდა გამოაცხადოს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ დამატებითი სამუშაოები ჯერ კიდევ ჩასატარებელია და აღნიშნულ ხარვეზსაც სწორედ მაშინ მოაგვარებენ.
თუმცა, ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციისთვის გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო კიბის გასაკეთებლად დამატებითი სამუშაოების ჩატარება.
მოისმინეთ ხელვაჩაურის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ მიხეილ ბოლქვაძის, ახალშენის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელ ილია კურცხალიძის და ხელვაჩაურის მერ ჯუმბერ ვარდმანიძის კომენტარები, რომელიც “აჭარის ტელევიზიამ” ჩაწერა.