მნიშვნელოვანისაქართველო

კიდევ ორი პირი დააკავეს “რუსთავი 2”-თან მომხდარი დაპირისპირების გამო

სამართალდამცავებმა კიდევ 2 პირი დააკავეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ოფისთან 19 მარტს მომხდარი ძალადობის გამოძიების ფარგლებში.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულ პირებს ბრალად ედება ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობა, რაც ისჯება ჯარიმით, ან ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.

ამავე საქმეზე, 23 მარტიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება “ქართული მარშის” 6 წარმომადგენელი. მათ ბრალად ედება ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობა, ცემა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება.

19 მარტს, “ქართული მარშის” წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს, დავით ერაძეს და დააზიანეს ტელეკომპანიის იურისტის, თამთა მურადაშვილის ავტომანქანა.

“ქართული მარში” აპროტესტებდა გადაცემა P.S.-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ხუმრობას, იესო ქრისტესა და ბიძინა ივანიშვილის მიერ აჭარიდან ხეების გადარგვის შესახებ.

მსგავსი პოსტები

Back to top button