კიდევ ვინ დატოვებს ,,თავისუფალ დემოკრატებს“ რამდენიმე დღეში გაირკვევა

თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ერთ-ერთი ლიდერის ნინო გოგუაძის განცხადებით, პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, რადგან ის შედეგი ვერ მიიღო, რასაც ელოდა.

ნინო გოგუაძე პარტიის ლიდერ ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველას აქვს კრიზისის დრო, რომელიც შესაძლებლობების გამყარების პერიოდია.გოგუაძე ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს დატოვებენ თუ არა პარტიას სხვა წევრები,
თუმცა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი ვინ დარჩება და ვინ წავა მათი რიგებიდან.

„ყველას გვაქვს კრიზისების დრო, რომელიც შესაძლებლობების გამყარების დროა. პარტიის პოლიტიკური მდივანი ვარ და პოლიტიკურ საქმიანობას გავაგრძელებ. აუცილებლად გადავხალისდებით და შევეცდებით შეცდომები გავაანალიზოთ, რათა ევროპული სახელმწიფოსთვის ვიბრძოლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ხალხმა ეს არჩევანი გააკეთა, ვფიქრობ, რომ მათ გააზრებული არ აქვთ, თუ რა ტიპის სახელმწიფო ყალიბდება. ბრძოლას გავაგრძელებთ დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

დღეს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დროებით პოლიტიკიდან მიდის. მანამდე „თავისუფალი დემოკრატები“ კიდევ ერთმა წევრმა ალექსი პეტრიაშვილმაც დატოვა.

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button