მსოფლიოსიახლეები

კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარ მიტროპოლიტს კორონავირუსი დაუდგინეს

კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარ მიტროპოლიტ პაველს კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც იუწყებიან, მიტროპოლიტი რამდენიმე დღის წინ შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც მას „კოვიდ 19“ დაუდასტურდა.

უკრაინული მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ მიტროპოლიტმა პაველმა ღვთისმსახურება მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ ონუფრისთან ერთად ჩაატარა.

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი პაველი (ლებედი) მკაცრად აკრიტიკებდა უკრაინის ხელისუფლებას ეკლესიებში ღვთისმსახურების შეზღუდვის რეკომენდაციის გამო.

პაველმა მოუწოდა მრევლს, ხშირად მივიდნენ ეკლესიებში, რადგან კორონოვარუსის პანდემიის მიზეზი, მისი მოსაზრებით, „ადამიანების ცოდვებია“.

ის მოუწოდებდა მრევლს, „მისულიყვნენ წირვაზე, ზიარებაზე და ერთმანეთს გადახვეოდნენ“.

4 აპრილს კი, კიევ-პეჩერის ლავრა მორწმუნეებისთვის დახურეს. ღვთისმსახურება დახურულ კარს მიღმა იმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button