მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსი 26 სასულიერო პირს დაუდასტურდა

კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსი 26 სასულიერო პირს დაუდასტურდა, – ამის შესახებ განცხადება კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გააკეთა.

„აი, რატომ ველოდები წლევანდელ აღდგომას აღელვებული. რამდენჯერმე შევხვდი სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლის წარმომადგენლებს და განვუცხადე, რომ მათ უნდა გააცნობიერონ, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მორწმუნეების უსაფრთხოებაზე,“ – განაცხადა კლიჩკომ.

შეგახსენებთ, რომ კიევ-პეჩორის ლავრა მომლოცველებისთვის რამდენიმე დღის წინ დაიხურა. გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი მონასტრის ხელმძღვანელს, მიტროპოლიტ პავლესაც დაუდგინეს, თუმცა ამას ეკლესია არ ადასტურებს.

კორონავირუსი დაუდგინდა ასევე, მოსკოვის ეკლესიების 8 მღვდელს. – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომები კიდევ სამ მღვდელს აღენიშნება, თუმცა მათი დიაგნოზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სამუშაო ჯგუფის განმარტებით, რისკის ქვეშ მოსკოვის 6 ეკლესიის მრევლი აღმოჩნდა. მათ ყურადღების გამოჩენისა და თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ.

შეგახსნებთ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა კირილმა მრევლს არაერთხელ მოუწოდა, თავი შეიკავონ ეკლესიებში სიარულისგან და სახლში ილოცონ. გუშინ კი, რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გონივრულს უწოდებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, სააღდგომო დღეებში სასაფლაოზე გასვლის აკრძალვის შესახებ, რაც COVID-19 ინფექციასთან არის დაკავშირებული. მისი აზრით, ხელისუფლების ამგვარი გადაწყვეტილება ბევრ ადამიანს დაიცავს ინფექციისგან.

მსგავსი პოსტები

Back to top button