მსოფლიოსიახლეები

კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსი კიდევ 17 სასულიერო პირს დაუდგინდა

უკრაინაში, კიევ-პეჩორის ლავრაში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის კიდევ 17 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 120-ს გადააჭარბა.

13 აპრილს ლავრაში კარანტინი გამოცხადდა და ის ამ დრომდე დახურულია. კორონავირუსს მონასტერში რამდენიმე სასულიერო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ლავრაში მღვდლები კორონავირუსის საფრთხეს არ აღიარებდნენ და მრევლს ეკლესიებში სიარულისკენ მოუწოდებდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button