კიევის ყოფილი მერი დახმარების ფონდში 110 000 ლარს გადარიცხავს

ქობულეთში მცხოვრები კიევის ყოფილი მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის გადაწყვეტილებით ის თბილისში წყალდიდობის დროს დაღუპულთა ოჯახებს 110 000 ლარით დაეხმარება.

“გულწრფელად ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს, დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახებს ამ საშინელ ტრაგედიას, რომელიც გამოწვეული იყოწყალდიდობით თბილისში. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადამიანი სტიქიას ვერაფრით გაუმკლავდება…ჩემში უზომოდ დიდ პატივისცემას და აღფრთოვანებას იწვევს ქართველი ხალხის ის ერთიანობა და ერთმანეთის მიმართ თანადგომა, რაც საინფორმაციოსაშუალებებით და ტელევიზიით ვიხილე ბოლო 2 დღის განმავლობაში, სადაც ჩანს თუ როგორი ძალისხმევით ეხმარება მთელი თბილისის მოსახლეობა მაშველებს.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო ახალგაზრდები, რომლებიც დაუზოგავად შრომობენ, რომ აღადგინონ ქალაქი ამ დიდი ტრაგედიის შემდგომ…. ქვეყანას,რომელსაც ასეთი ახალგაზრდები ჰყავს ნამდვილად აქვს ნათელი მომავალი…დარწმუნებული ვარ, რომ წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზიანი აღმოფხვრილი იქნება უმოკლეს ვადებში, სამწუხაროდ ადამიანთა სიცოცხლეს ვერდავიბრუნებთ… ნათელში ამყოფოს უფალმა მათი სულები!” – წერს ჩერნოვეცკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button