კიევში, აფეთქების შედეგად, ჟურნალისტი პაველ შერემეტი დაიღუპა [Video]

კიევის ცენტრში, ავტომობილის აფეთქების შედეგად, ჟურნალისტი პაველ შერემეტი დაიღუპა, – განუცხადა ტელეარ “112”-ს უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ.
გამოცემა “Украинская правда” იუწყება, რომ ავტომობილი აფეთქდა ბოგდან ხმელნიცკისა და ივან ფრანკოს ქუჩების გადაკვეთაზე, რესტორან McDonalds-ის პირდაპირ.
გამოცემის ინფორმაციით, ავტომობილი ეკუთვნოდა “Украинская правда”-ს ხელმძღვანელს, ელენა პრიტულას, მაგრამ აფეთქების მომენტში იგი ავტომობილში არ იმყოფებოდა.
პაველ შერემეტი დიდი ხნის მანძილზე რუსეთის ტელევიზიაში მუშაობდა, 2012 წლიდან “Украинская правда”-ს ბლოგერი და რადიო “Вести”-ს წამყვანი იყო.