მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კიევში ჩრდილოეთ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ

პენტაგონი განიხილავს "ბოინგის" წინადადებას უკრაინისთვის იაფი, მცირე ზომის ზუსტი ბომბების მიწოდებაზე

კიევში ჩრდილოეთ ევროპის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ. ფოტოს Twitter-ზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარ რინკევიჩი აქვეყნებს.
ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ.

“ჩვენ, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დღეს ვართ კიევში, რათა უკრაინისადმი ჩვენი სოლადარობა გამოვხატოთ. რუსული რაკეტების “წვიმისა” და ბარბაროსული სისასტიკის მიუხედავად, უკრაინა გაიმარჯვებს”, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

26-27 ნოემბერს, კიევში იმყოფებოდნენ ბელგიის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრემიერმინისტრები.

სააგენტო “როიტერსის” ცნობით, პენტაგონი განიხილავს “ბოინგის” წინადადებას უკრაინისთვის იაფი, მცირე ზომის ზუსტი ბომბების მიწოდებაზე, რომელთა გამოყენებაც შეიძლება არსენალში უხვად არსებული რაკეტებით – ეს კიევს მისცემს შესაძლებლობას, შეტევები განახორციელოს რუსეთის არმიის განლაგების ხაზის მიღმა.

აშშ-ის და მისი მოკავშირე იარაღის მწარმოებელი კომპანიების შესაძლებლობები იწურება, უკრაინას კი კიდევ უფრო დახვეწილი იარაღი ესაჭიროება, გაგრძელებული ომის ფონზე. “ბოინგის” მიერ შეთავაზებული გეგმა ერთ-ერთია ექვსამდე წინადადებიდან, რომლებიც განიხილება წარმოებისთვის, რათა უკრაინას და აშშ-ის აღმოსავლელ ევროპელ მოკავშირეებს ახალი შეიარაღება მიეწოდოს – აუწყეს “როიტერსს” წყაროებმა.

“ბოინგის” მიერ შეთავაზებული იარაღის, იგივე ხმელეთიდან გაშვებული მცირე დიამეტრის ბომბის (GLSDB) უკრაინისთვის მიწოდება, შესაძლოა, უკვე 2023 წლის გაზაფხულზე გახდეს შესაძლებელი, იუწყება “როიტერსი”.

მსგავსი პოსტები

Back to top button