მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დსთ-ს წევრი ერთ-ერთი სახელმწიფოს 28 წლის მოქალაქე დააკავეს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის საგამოძიებო დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დსთ-ს ერთ-ერთ წევრი ქვეყნის მოქალაქე დააკავა.

რუსული მედიის ინფორმაციით, „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ წევრი ერთ-ერთი ქვეყნის 28 წლის მოქალაქე რუსეთის ტერიტორიაზე, ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან დააკავეს.

როგორც უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის სამმართველოში განაცხადეს, ეჭვმიტანილმა უკრაინულ მხარეს გადასცა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკის ადგილმდებარეობის შესახებ და საკონტაქტო პირს ფოტოები და ვიდეო გაუგზავნა.

ცნობაში მითითებული არ არის, რომელი ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული. ასევე არ არის ცნობილი, რა მიმართულებით გადაკვეთა მან „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი.

უწყების ინფორმაციით, დაკავების შემდეგ „მამაკაცმა მობილურ მოწყობილობაში შენახული, Telegram მესენჯერში არსებული მიმოწერა წარმოადგინა, რომლის შინაარსიდან გამომდინარეობდა, რომ ის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკის ადგილმდებარეობის შესახებ ფოტოებს და ვიდეოებს უკრაინულ მხარეს საკონტაქტო პირს აწვდიდა.”

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის საგამოძიებო დეპარტამენტმა დაკავებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და იძიებს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე (“ჯაშუშობა”) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნით, წერს სააგენტო “ტასსი”.
დაკავებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯაშუშობას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button