კიევში პოლიცია Roshen-ის მაღაზიათა ქსელს ამოწმებს [Video]

კიევში უკრაინელი სამართალდამცველები Roshen-ის მაღაზიათა ქსელს ამოწმებენ. ინფორმაციას Еспресо.TV ავრცელებს.

“კიევის ნაციონალურ პოლიციას შეატყობინეს, რომ საკონდიტრო ფაბრიკა Roshen-ის კუთვნილი ყველა მაღაზია დანაღმულია”,- ნათქვამია ტელეარხის საიტზე.

როგორც ცნობილია, გასულ წელს ხარკოვში უცნობმა პირებმა Roshen-ის მაღაზიას ნაღმი ამოუდეს და ააფეთქეს. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ პოლიციაში გამუდმებით ანონიმურ ცნობებს იღებენ იმის თაობაზე, რომ Roshen-ის მაღაზიები დანაღმულია. საბედნიეროდ, ყველა შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ Roshen-ი საკონდიტრო ნაწარმის მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, რომელიც წელიწადში 450 ტონა პროდუქციას უშვებს. კომპანია Roshen-ი უკრაინის პრესიდენტ პეტრო პოროშენკოს ეკუთვნის.

აფეთქების შედეგები ხარკოვში

მსგავსი პოსტები

Back to top button