პრეზიდენტმა საზოგადოებას არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართულ საზოგადოებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას ულოცავს.

პრეზიდენტმა ასევე პარლამენტში შესულ პარტიებს მიულოცა და წარმატებული მორვაწეობა უსურვა.

„საქართველოში შედგა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, რომელის აქტიურობის შედეგადაც ქართული დემოკრატიის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული. მინდა აღვნიშნო საერთშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების როლი. თქვენი მოღვაწეობის შედეგად ჩვენ აღმოვაჩინეთ ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ძალიან მნიშვნელოვანია მზარდი ქართული დემოკრატიისათვის“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მედიას აქტიურობისთვის.

„თქვენი აქტიურობით შესაძლებელი გახდა ამომრჩევლისთვის ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ძალის შეხედულებათა გაცნობა და ამომრჩეველმა აქედან გამომდინარე გააკეთა თავისი არჩევანი. მინდა მივულოცო პარლამენტში მოხვედრილ ძალებს „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „პატრიოტთა ალიანსს“. ის, რომ ისინი გახდნენ პარლამენტის წევრები და ვუსურვო მათ წარმატებული მოღვაწეობა ქართულ პარლამენტში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და ეს გარკვეულწილად იყო საზოგადოების დაკვეთა.

მსგავსი პოსტები

Back to top button