კიევში უმაღლესი რადას შენობასთან აფეთქება მოხდა [Video/Photo]

31 აგვისტოს, კიევში, საპროტესტო აქციის მსვლელობის დროს, უცნობმა პირმა საბრძოლო ყუმბარა ააფეთქა, რის შედეგადაც, 30-ზემეტი სამართალდამცველი და ეროვნული გვარდიის წევრი დაშავდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის – არსენ ავაკოვის ინფორმაციით, 124 მოქალაქე მძიმედ დაიჭრა, 30 ადამიანი დააკვეს.

ეროვნული გვარდიის 25 წლის ჯარისკაცი – იგორ დებრინი, საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ინციდენტს, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა უმაღლესი რადას შენობაში შესვლა სცადეს. თუმცა, სამართალდამცველებმა მათი შეჩერება ცრემლმდენი გაზით შესძლეს. უკრაინული მედიის ცნობით, აქტივისტებმა პოლიციას ჯოხები დაუშინეს, მოგვიანებით კი ყუმბარები ააფეთქეს.

დაახლოებით 3 000 დემონსტრანტი რადას მიერ დეცენტრალიზაციის შესახებ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებას აპროტესტებდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”16667″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button