მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“კილაძე არ უნდა იყოს არჩეული გაეროს კომიტეტის წევრად”

53 ორგანიზაცია გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მოუწოდებს, რომ სოფიო კილაძე ორგანიზაციის წევრად არ აირჩიონ.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სოფიო კილაძე თანასწორობისა და ადამიანის უფლებებისთვის პატივისცემით არ გამოირჩევა.

მიმართვაში ვკითხულობთ, რომ ქალბატონი კილაძე ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში გამოირჩევა ჰომოფობიური განწყობებით და ზოგადად, უმცირესობების უფლებების არაღიარებისა და არასათანადო მხარდაჭერის პრობლემური გამოცდილებით.

„ქალბატონი კილაძე ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში გამოირჩევა ჰომოფობიური განწყობებით და ზოგადად უმცირესობების უფლებების არაღიარების და არასათანადო მხარდაჭერის პრობლემური გამოცდილებით. ხელმომწერი ორგანიზაციები ვთვლით, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია ცნობილი უნდა იყოს კომიტეტისთვის გადაწყვეტილების მიღებამდე. სწორედ ამის გამო გიზიარებთ ჩვენი პოზიციის დასაბუთებას და გთხოვთ, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ის გაითვალისწინოთ.

“მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი, ქალბატონო სოფიო კილაძე არ უნდა იყოს არჩეული გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად, რადგან არც მისი კვალიფიკაცია, არც რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა, ასევე კანდიდატის შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების აშკარა დარღვევა, არ იძლევა მისი შერჩევის საფუძველსა და ლეგიტიმაციას.” – განაცხადეს ხელმომწერმა ორგანიზაციებმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button