კილიან მბაპეს სანაცვლოდ, „რეალი“ 6 ფეხბურთელს ყიდის

მადრიდის „რეალი“ კილიან მბაპეს სუპერტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს.იმის გამო,რომ ახალგაზრდა, ფრანგი შემტევის შეძენა შეძლოს, „რეალმა“ გადაწყვიტა გუნდიდან 6 ფეხბურთელი გაუშვას.
22 წლის მბაპეს პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული და პარიზული კლუბი მის გახანგრძლივებასაც გეგმავდა, თუმცა როგორც ჩანს, თავად ფეხბურთელი ასე სულაც არ ფიქრობს და მზადაა, კლუბი გამოიცვალოს.
მბაპეს ფასი ამჟამად სატრანსფერო ბაზარზე 150-დან 222 მილიონ ევრომდე მერყეობს.
ესპანური პრესის ცნობით, რეალის ხელმძღვანლობას სურს გაყიდოს შემდეგი ფეხბურთელები: ისკო, ლუკა ოივიჩი, მარსელო, გარეთ ბეილი, დანი სებალიოსი და ბრაჰიმ დიასი. ამ მოთამაშეთა ტრანსფერები კლუბს სავარაუდოდ, 100-დან 150 მილიონ ევრომდე მოუტანს.
მიმდინარე სეზონში კილიან მბაპემ 20 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.მის ანგარიშზე 14 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.