კულტურამოზაიკამსოფლიო

კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი შორდებიან – უცხოური მედია

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო წლების ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა წყვილმა – კიმ კარდაშიანმა და კანიე ვესტმა – კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და ურთიერთობის შეწყვეტას გეგმავენ.

ამის შესახებ ინფორმაცია Page Six-მა გაავრცელა: ტაბლოიდური მედია ირწმუნება, რომ წყვილმა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, რათა მათი ქორწინება კანონიერად დასრულდეს.

გამოცემა People წერს, რომ კიმ კარდაშიანმა მიიღო პირველი გადაწყევტილება განქორწინებასთან დაკავშირებით. გამოცემის ცნობით, რეალითი შოუს ვარსკვლავმა ჰოლივუდში განქორწინების საქმეების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადვოკატი, ლორა ვასერი დაიქირავა, რომელიც ანჯელინა ჯოლის წარმომადგენელი იყო ბრედ პიტთან განქროწინებისას.

ამ თემასთან დაკავშირებით Vanity Fair აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კიმ კარდაშიანისა და კანიე ვესტის ურთიერთობა ჩიხში შევიდა: 2016 წელს, როცა რეპერი ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო კლინიკაში მკურნალობდა, უცხოურ მედიაში აქტიურად საუბრობდნენ, რომ კარდაშიანი მასთან განშორებას აპირებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

კიმ კარდაშიანმა და კანიე ვესტმა ერთმანეთი 2012 წელს გაიცნეს, 2014 წელს კი იქორწინეს. მათ დღეს ოთხი შვილი ჰყავთ, მათ შორის ყველაზე უფროსი შვიდი წლისაა, უმცროსი კი 18 თვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button