პროტესტის 112-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

უწყების პროტესტის 112-ე დღეს რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. მოქალაქეები პარლამენტის წინ იკრიბებიან.
მათი მოთხოვნა უცვლელია: გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
პარალელურად სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ განათლების სამინისტროსთან, საიდანაც მოგვიანებით მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლებენ და პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტს შეუერთდებიან.
სტუდენტები აცხადებენ, რომ ყოველდღიურად შეიკრიბებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან და განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრებენ.
მათივე თქმით, „არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში განათლების სისტემაში არსებული პრობლემები ვერ მოგვარდება“, ამიტომ აუცილებელია დაინიშნოს ახალი არჩევნები.
აქციის მონაწილეები განათლების სამინისტროდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით გადაინაცვლებენ, სადაც პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.