კირკოროვმა თაყვანისმცემლები შიშველი პუგაჩოვას სურათით განაცვიფრა

ფილიპ კირკოროვმა Instagram-ზე ორიგინალური ფოტო განათავსა. მომღერალმა განაცხადა, რომ შემთხვევით წააწყდა სურათს, რომელიც 20 წელი მივიწყებული ჰქონდა.

1_1398სურათზე, ანგელოზების გარემოცვაში, შიშველი ალა პუგაჩოვაა გამოსახული.

„აი, ისიც – შემთხვევითი სანუკვარი შეხვედრა სურათთან, რომელიც 20 წლის წინ თვალთახედვიდან დაიკარგა,“ – მიაწერა ფოტოს კირკოროვმა.

თაყვანისმცემლებმა ხელოვნების ნიმუში არაერთმნიშვნელოვნად შეაფასეს:

„გაროზგეთ მხატვარი!“, „ღმერთო, რა უხამსობაა!“, „სურათი კი არა, პედოფილიის რეკლამაა!“ , „საშინელებაა!“, „ძალიან შეურაცხმყოფელია, სასამართლოში უნდა ვუჩივლოთ“, „ამაზრზენი სურათია!“ – დააკომენტარეს კირკოროვის Instagram გვერდის გამომწერებმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button