კიშინიოვში შეტაკება მოხდა – 14 პოლიციელი დაშავდა [Photo/Video]

კიშინიოვში დემონსტრანტებსა და სამრთალდამცველთა შორის შეტაკების დროს 14 პოლიციელი დაშავდა.

მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მძიმედ დაჭრილი პოლიციელები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამედიცინო დახმარება კიდევ 2 სამოქალაქო პირს დასჭირდა.

როგორც ცნობილი გახდა, 24 აპრილს ათსზე მეტი პროტესტანტი კიშინიოვის ქუჩებში გამოვიდა. დემონსტრანტები მთავრობის გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ. მათი თქმით, მთავრობა ოლიგარქებზეა დამოკიდებული და ხალხის ინტერესებს არ იცავს.

მომიტინგეებმა მშვიდობიანი მარში მოაწყვეს და თავი მთავრობის სახლთან მოიყარეს, რომელსაც ასობით პოლიციელი იცავდა. შემდეგ პრიტესტანტთა ნაწილმა ადგილობრივი ბიზნესმენის სახლში შეღწევა სცადა და პოლიცილებს ქვები დაუშინა. სამართალდამცველებმა თავდასაცავად ცრემლმდენი აირი გამოიყენეს.

არეულობის პროვოცირებისთვის სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დამნაშავეებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”34082″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button