მნიშვნელოვანისიახლეები

კისისხევში მცხოვრებმა ახალგაზრდამ პური უფასოდ გადასცა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მცხოვრებმა ახალგაზრდამ, საკუთარ დაბადების დღეზე სოციალური ხასიათის აქცია ჩაატარა და თელაველებს პური უფასოდ გადასცა.
26 წლის ვალერი ბოჭორიშვილმა, თელავის თეატრის წინ, საკუთარი ხარჯით ნაყიდი პური, იმ ადამიანებს დაურიგა, ვისაც პურის შეძენაც უჭირს.
ბოჭორიშვილი ამბობს, რომ სოციალურ და საქველმოქმედო ღონისძიებებს, პანდემიის დაწყების დღიდან ატარებს.
,,ყველაფერი პანდემიის და ლოქდაუნის დროს დაიწყო, როცა სხვებს ვეხმარებოდი და მოხუცებთან მიმქონდა მათი მოცემული საკვები, პროდუქტი, პური თუ სხვა. გასულ წელს, ყველაფრის გაკეთება ჩემი ხარჯით დავიწყე. პირველი ასეთი აქცია, შარშან, 31 დეკემბერს ჩავატარე. მას შემდეგ, კიდევ რამდენიმე მსგავსი აქცია მქონდა. როცა ფინანსური შესაძლებლობა მაქვს, ვცდილობ გაჭირვებულებს დავეხმარო. ახლაც, დაბადების დღის ნაცვლად, ქველმოქმედება ვამჯობინე”- განაცხადა ახალგაზრდამ.
ვალერი ბოჭორიშვილი სტუდენტია და პარალელურად, მუშაობს კიდეც.
სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს, ის პურს გასულ წელს, სოფელ კისისხევში ურიგებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button