მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

კლიმენტი კეკუტია სავარაუდოდ ვასაძის “რაობას” დააფინანსებს

რადიო თბილისის ინფორმაციით, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია სავარაუდოდ ულტრაკონსერვატული შეხედულებების მქონე ქართველ ბიზნესმენს ლევან ვასაძის და მის პარტია “ერთობა რაობა იმედს” (ერი) დააფინანსებს.

ზუგდიდში, მოძრაობა ,,ერის” დამფუძნებელი, ლევან ვასაძე, დადიანებში, სალხინოში მცხოვრებ ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას ამ წუთებში ხვდება.

დაზუსტებით უცნობია,თუ რა საკითხზე მიდის მოლაპარაკება მათ შორის.

ლევან ვასაძემ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება 6 მაისს გააკეთა. 16 მაისს კი მოსახლეობასა და მხარდამჭერებს საკუთარი პროგრამის გასაცნობად დედაქალაქში ეპატიჟება.

ცნობილი ბიზნესმენი გავლენიანი ფიგურაა ულტრამემარჯვენე, რადიკალურ და ურლტრაკონსერვატულ ჯგუფებში. გავრცელებული ცნობებით, იგი ასევე „ევრაზიონისტულ“ მოძრაობასა და მის ლიდერთან, ალექსანდრე დუგინთან დაკავშირებული პირია.

ვასაძემ, რომელიც ჰომოფობიური განწყობებით არის ცნობილი, 2019 წლის ივნისში უკანონო რაზმების, ე.წ. „ლეგიონის“ ფორმირება და „გეი პროპაგანდის“ პრევენციისთვის პატრულირება დაანონსა.

მაშინ შსს-მ ვასაძის განცხადების საფუძველზე უკანონო ფორმირების მუხლით (სსსკ-ის 223-ე) გამოძიებაც დაიწყო. ვასაძე ლგბტ თემის საწინააღმდეგო კიდევ ერთ აქციას წინამძღოლობდა 2019 წლის ნოებერშიც, როდესაც რადიკალურად განწყობილი ჯგუფები თბილისის კინოთეატრებთან ლევან აკიმის გეი თემატიკაზე შექმნილი ქართული ფილმის ჩვენებას აპროტესტებდნენ.

წაიკითხეთ ასევე

ბიზნესმენი რომლის გამოჩენაც ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების მიზეზი ხდება

მსგავსი პოსტები

Back to top button