მნიშვნელოვანირეგიონი

პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებაში ნაცემია მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმა

რადიო ჰერეთის წყაროს ინფორმაციით, პანკისის ხეობაში მომხდარ ინციდენტში რა დროსაც ერთმანეთს დუისელი და მატნელი ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმაც მონაწილეობდა, რომელიც ნაცემია.

ინციდენტის დროს რომელიც სოფელ დუისში 23 ივლისს მოხდა, ადგილზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმაც იმყოფებოდა, რომელსაც ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს.

რადიო ჰერეთთან თვითმხილველები ამბობენ, რომ ერთ-ერთმა ნასვამმა ახალგაზრდამ შეურაცხყოფა მიაყენა ადგილობრივებს.

“სოფელ მატნელების დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა ქათამს დაეჯახა, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მანქანის მგზავრებს ბოდიშის მოხდის და ავტომობილის ფრთხილად მართვისკენ მოუწოდეს. ერთ-ერთმა მატნელმა რომელიც მთვრალი იყო შეკრებილებს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.ამ დროს ადგილზე იმყოფებოდა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმაც რომელმაც სხეულის მცირე დაზიანება მიიღო.” – ამბობენ ადგილობრივები.

მედიასთან მალხაზ მაჩალიკაშვილის აცხადებს, რომ მის ძმას თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული. სოფელ დუისში, ადგილობრივი ქისტები ამბობენ, რომ პროცესი შერიგებით უნდა დასრულდეს.

სოფელ მატანში პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული, რომელიც ვითარებას ადგილზე აკონტროლებს.

როგორც დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთი მატნელის დედა, ხათუნა გრძელივანიშვილი, სოციალურ ქსელში წერს, ავტომობილის მძღოლს არც სიჩქარისთვის გადაუჭარბებია და არც რაიმეს დასჯახებია. მისი თქმით, პანკისელების გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ახალგაზრდები საქეიფოდ ხადორის ხეობაში მიდიოდნენ.

“ქისტებმა დაუფშტვინეს და გააჩერეს, ჰკითხეს სად მიდიოდნენ, ამათ უთხრეს სადაც მიდიოდნენ და ქისტებმა ეგ პანკისის ტერიტორიაა, თქვენ ადიხართ და აბინძურებთო. ამას მოჰყვა კონფლიქტი, ახლა ორი ბიჭი მეორე დღეა საავადმყოფოში ტვინის შერყევით წევს.”- წერს ხათუნა გრძელივანიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button