კლინტონის წარბზე დაფრენილი ბუზი სოცქსელების ვარსკვლავად იქცა [VIdeo]

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, ჰილარი კლინტონს ტელედებატების დროს წარბზე ბუზი დააფრინდა. როგორც ამერიკული მასმედია იუწყება, ამ ფაქტმა სოციალურ ქსელებში ემოციების ტალღა გამოიწვია.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ კლინტონმა ბუზს ყურადღება არ მიაქცია და საუბარი გააგრძელა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბუზი ტელედებატების ყველაზე განხილვად თემად იქცა.

ბუზმა ასევე მძაფრი რეაქცია გამოიწვია.

“კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ბუზებს ნეხვის უზარმაზარი გროვა იზიდავს”, – დაწერეს Donald Trump’s Hair Twitter-ზე.

როგორც ზოგიერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, ტელედებატების დროს ბუზმა გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს აშშ-ში ტელეწამყვანმა ჰილარი კლინტონის გარდაცვალება დააანონსა.

მსგავსი პოსტები

Back to top button