კლინტონისა და ტრამპის უკანასკნელი დებატები გაიმართა [Video]
ლას-ვეგასის ნევადის უნივერსიტეტში ჰილარი კლინტონისა და დონალდ ტრამპის უკანასკნელი ტელედებატები გაიმართა.
ეს იყო პრეზიდენტობის კანდიდატების ბოლო დებატები არჩევნების წინ.
სოციალური გამოკითხვის თანახმად, კლინტონი მნიშვნელოვნად უსწრებდა ტრამპს, ამიტომ უკანასკნელისთვის ეს იყო ბოლო შანსი, რათა ჰილარიზე მეტი გულშემატკივრების გულები მოეგო.
ისევე, როგორც წინა დებატებში, კლინტონი აშშ-ის არჩევნების პროცესში რუსეთის ჩარევის თემას შეეხო. მან ტრამპს პირდაპირი პასუხი მოსთხოვა, გმობს თუ არა იგი პუტინის ჩარევას ამერიკის საარჩევნო პროცესებში.
“რუსეთის ხელისუფლება ამერიკის წინააღმდეგ შპიონურ კამპანიებშია ჩართული, მისი ჰაკერები ამერიკულ ქსელში მომხმარებლების პირადი ანგარიშების გატეხვით არიან დაკავებულნი”, – ხაზგასმით აღნიშნა კლინტონმა.
მას ტრამპმა შემხვედრი ბრალდებით უპასუხა:
“კლინტონს პუტინი არ მოსწონს ომიტომ, რომ მასზე ჭკვიანია. მან კლინტონს სირიაში მოხერხებულობით აჯობა”, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ პუტინს პირადად არ იცნობს, მაგრამ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში რუსეთის ლიდერთან უფრო უკეთესი ურთიერთობა ექნება, ვიდრე კლინტონს პუტინთან.
“იგი (პუტინი) ჩემზე კარგ რაღაცებს ამბობდა”, – თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ პუტინი, არც კლინტონსა და არც ახლანდელ პრეზიდენტ ობამას პატივს არ სცემს.
“ეს იმიტომ, რომ მას (პუტინს) აშშ-ის საპრეზიდენტო პოსტზე მარიონეტის ყოფნა აწყობს”, – განაცხადა კლინტონმა, ტრამპა კი მას მიუგო:
“არა, თავად ხართ მატიონეტი”.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდება.