“კლუბი ზესტაფონი დაისჯება”

ფეხბურთის ფედერაცის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, გარიგებულ მატჩებში მონაწილე პირებს ფეხბურთში მიღვაწეობა აეკრძალათ, საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს კი ფედერაციის წევრობა შეუჩერდა.

საათნახევრიანი მსჯელობის შემდეგ კომიტეტმა ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო და გარიგებულ მატჩებში მხილებული კლუბები და მოთამაშეები მკაცრად დასაჯა. აღმასკომის გადაწყვეტილებით საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი გათამაშებიდან მოხსნილია და ქვედა ლიგაშია დაქვეითებული.

თუ ზესტაფონური კლუბი დავალიანების გასტუმრებას ვერ მოახერხებს ფედერაციის მორიგ ყრილობაზე დადგება საკითხი სფფ-ის წევრობიდან მისი გარიცხვის შესახებ.

მსგავსი პოსტები

Back to top button