კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ოფისში ოპოზიცია სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეიკრიბა
აქციებზე ბევრი ვისაუბრეთ. რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი, ხვალ დილით , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ „ძლიერი საქართველოს“ ოფისში ოპოზიცინერი ლიდერების საკოორდინაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ზურა ჯაფარიძემ აღნიშნა, ოპოზიციამ სამ ძირითად საკითხზე იმსჯელა: საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა, პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის არ მიცემა და აქციები.
„სამი პრინციპული საკითხი განვიხილეთ, რაზეც აქამდეც ხშირად გვისაუბრია. ვიმსჯელეთ საერთაშორისო საკითხებზე, როგორ უნდა გვქონდეს კოორდინაცია, ამასთან დაკავშირებით, სრული თანხმობა გვაქვს, მათ შორის ვიმსჯელებთ იმასთან დაკავშირებით, როგორ იყოს უფრო ეფექტური კოორდინაცია.
მეორე საკითხია, [პარლამენტისთვის] აქაური ლეგიტიმაციის არმიცემა არცერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ. სამი პოლიტიკური ჯგუფი ცალსახად თანხმდება იმაზე, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს.
მესამე საკითხი იყო – აქციები, რომელზეც ბევრი ვისაუბრეთ. რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი ხვალ დილით, მაგრამ დეტალებს ჯერ არ მოგიყვებით. დღეს ღამეც გაგრძელდება კონსულტაციები ჩატებში“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
დაახლოებით, 500-იდან 1 000-ამდე ადამიანმა, რომელიც ღამე აქციაზე რჩებოდა, მოახერხა ის, რომ 24 საათის განმავლობაში, 3 „სუტკა“ მთელი პოლიცია ფეხზე იდგა. ეს აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია ბევრი ხალხი ქუჩაში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მან განვლილი საპროტესტო აქციები შეაფასა და აღნიშნა, რომ სამი დღის განმავლობაში „ძალიან კარგი აქცია იყო”.
„უამრავი ადამიანი ვნახეთ, ათასობით ადამიანი იყო გამოსული, ვინც აქციაში იღებდა მონაწილეობას, გაბრაზებულები არიან და აპირებენ ბრძოლას თავისუფლებისთვის, ამ ქვეყნის არჩევანის გადასარჩენად, რომელსაც რუსეთი ართმევს. დაახლოებით, 500-დან 1000-მდე ადამიანმა, რომელიც ღამე აქციაზე რჩებოდა მოახერხა ის, რომ 24 საათის განმავლობაში, 3 „სუტკა“ მთელი პოლიცია ფეხზე იდგა. ეს აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია ბევრი ხალხი ქუჩაში”,- აღნიშნა ჯაფარიძემ.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქუჩაში ბრძოლის სცენარებზე, ჩვენ გვაქვს სპეციფიკური მიდგომა – ჩვენ არ ვაპირებთ, რომ წინასწარ დავაანონსოთ, როდის რას ვიზამთ, ეს ყოველთვის იქნება მოულოდნელი და სხვადასხვა ფორმის, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები ყველა პრინციპულ საკითხზე თანხმდებიან.
“ჩვენ ვართ მუდმივ კოორდინაციაში ყველა პრინციპულ საკითხზე.
კერძოდ, პირველი, პარლამენტში არშესვლა, ეს არის მთავარი, ფუნდამენტური. ამ არჩევნების არ აღიარება, ამაში აბსოლუტურად, ერთიანები ვართ.
მეორე, საერთაშორისო არაღიარებაზე მუშაობა, სადაც გვაქვს სრული თანამშრომლობა პრეზიდენტთან და ჩვენს პარტნიორებთან.
მესამე, ეს არის ქუჩაში ბრძოლა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქუჩაში ბრძოლის სცენარებზე, ჩვენ გვაქვს სპეციფიკური მიდგომა. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ წინასწარ დავაანონსოთ, როდის რას ვიზამთ, ეს ყოველთვის იქნება მოულოდნელი და სხვადასხვა ფორმის. ამ ყველა საკითხზე გვქონდა მსჯელობა და პრინციპული თანხმობა ყველა მიმართულებით გვაქვს.
აქციები არ შეწყვეტილა, მას ექნება ის რეჟიმი, ტემპი, ფორმა, დღეები, რომელიც “ქართული ოცნებისთვის” მოულოდნელი და შედეგზე ორიენტირებული იქნება”, – განაცხადა ხოშტარიამ.
“ერთობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ არსებობს კონკრეტული მსჯელობა და იკვეთება კონტურები, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მათი პროტესტი.
“ვიმსჯელეთ პროტესტის გაგრძელების საკითხზე, რადგან მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ერთიანი პოზიციის შენარჩუნება იმაზე, თუ როგორ ვგეგმავთ მომავალში საპროტესტო აქციებს, იქნება ეს წერტილოვანი აქციები, ქუჩის გადაკეტვა, რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი, აქცია თბილისში თუ საქართველოს სხვა ქალაქებში – აღნიშნულთან დაკავშირებით, გვქონდა ძალიან საინტერესო მსჯელობა. მე არ ვიცი, კოლეგებმა თუ გამოაცხადეს რაიმე მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, არის კონკრეტული კონტურები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი პროტესტი”, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობი” წევრი ლევან სანიკიძე “დღის კურიერის” ეთერში ოპოზიციის გეგმებზე საუბრობს.
“გეგმა არის ზუსტად იგივე პრინციპების მატარებელი. პირველი არის ის, რომ არ მოხდეს საერთაშორისო მასშტაბით 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რაიმე სახის ლეგიტიმაციის მიცემა და ჩვენ ვხედავთ დასავლეთის მხრიდან მკაცრს მიდგომებს.
მეორე, ეს არის, რომ ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი არ შევიდეს პარლამენტში და მესამე – ქუჩაში არ უნდა გაჩერდეს ეს დუღილის ტემპერატურა.
ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პიკური დღე, როდესაც პროტესტის მაქსიმალური დონე უნდა გამოვლინდეს, ეს არის 25 ნოემბერი, პარლამენტის უფლებამოსილების დღე. იქამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და ოპოზიცის მხრიდან შესაბამისი გეგმის შესახებ გახდება ინფორმაცია ცნობილი.
კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იქამდე განცხადებები და პროტესტი ემსახურება ერთ რამეს, “ქართული ოცნების” დემონტაჟს, რომლის პირველი თარიღიც არის 25 ნომებერი.
ჩვენ 89 დეპუტატს, რომლებსაც არალეგიტიმურად აქვს ის მანდატი მიღებული, არ უნდა მივცეთ საშუალება ამ ქვეყანაში კიდევ უფრო ღრმა კრიზისი შექმნან”, – აცხადებს ლევან სანიკიძე.
ცნობისთვის, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ოფისში ოპოზიციონერი ლიდერები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავდნენ.