მნიშვნელოვანისიახლეები

კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო სია წარადგინა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებულმა პარტიამ, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მცირედ მოდიფიცირებული სახელწოდებით – „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ – გამოდის, ცესკოში სია წარადგინა. მას სათავეში უდგას პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. ათეულში არის საბჭოთა წარსულის ლაბორატორიის (Sovlab) მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი. ამავე პარტიიდან დეპუტატობის კანდიდატია სამოქალაქო მოძრაობის, „აირჩიე ევროპის“ თანადამფუძნებელი ლელა ჯეჯელავა. სიაში მე-7 ნომრად არის გიგი წერეთელი, რომელიც „ევროპულ საქართველოში“ განხეთქილების შემდეგ, დაახლოებით ერთი თვის წინ შეუერთდა ამ გაერთიანებას.

„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობის“ სია ასეთია:

თინა ბოკუჩავა – „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობის“ თავმჯდომარე; პარლამენტის წევრი;
გიორგი ვაშაძე – „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელი“, პარლამენტის წევრი;
სოფო ჯაფარიძე – თბილისის საკრებულოს წევრი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი;
კობა ნაყოფია – პარლამენტის წევრი;
გია ჯაფარიძე – ყოფილი დიპლომატი, პოლიტოლოგი;
პეტრე ცისკარიშვილი – „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობის“ გენერალური მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერი;
გიგი წერეთელი – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი;
ირაკლი ხვადაგიანი – ისტორიკოსი. საბჭოთა წარსულის ლაბორატორიის (სოვლაბი) გამგეობის თავმჯდომარე;
თამარ კორძაია – პარლამენტის წევრი;
ირაკლი ფავლენიშვილი – „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრი, აქტივისტი;
კახაბერ ოქრიაშვილი – პარლამენტის წევრი;
რამაზ ნიკოლეიშვილი – პარლამენტის წევრი;
ეკა ხერხეულიძე – პარლამენტის წევრი;
ლევან ხაბეიშვილი – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი;
ლაშა ბაქრაძე – ისტორიკოსი;
ანა წითლიძე – პარლამენტის წევრი;
ლევან ანთაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი;
პაატა მანჯგალაძე – პარლამენტის წევრი;
ლელა ჯეჯელავა – ფილოლოგიის დოქტორი, სამოქალაქო მოძრაობის, „აირჩიე ევროპის“ თანადამფუძნებელი;
გუბაზ სანიკიძე – პარლამენტის წევრი, ისტორიკოსი;
დიმიტრი ჩიქოვანი – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წევრი;
გიორგი ჩალაძე – იურისტი.
როგორც თამარ კორძაიამ განაცხადა, სიაში მყოფი კანდიდატების 2/3 არასდროს არ ყოფილა საჯარო თანამდებობებზე.

„ამიტომ ის დაკვეთა, რაც აქვს საზოგადოებას, რომ იყვნენ უფრო მეტად წარმოდგენილი ადამიანები, რომლებიც არ ყოფილან ხელისუფლებაში, ჩვენი მხრიდან არის შესრულებული. ასევე, ჩვენს სიაში დაცულია გენდერული ბალანსი და ამ თვალსაზრისითაც ჩვენ, ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნებს ვპასუხობთ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ

კოალიციის წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ეს სია შემუშავებულია და მასში ასახულია პარტიის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავასა და პარტიის დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის ხედვა, როგორი უნდა იყოს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ შეხედულება ხელისუფლებაზე და ზოგადად, პარლამენტზე.

„სიის ორ მესამედს შეადგენენ ადამიანები, რომლებიც ადრე არ იკავებდნენ მაღალ საჯარო თანამდებობებს და ამ მხრივ განახლება არის. ამ სიაში ასევე არის ბევრი ახალგაზრდა და ეს ასახავს თაობათა ცვლის იმ პროცესს, რომელიც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში მიმდინარეობს. სიაში, ასევე, ასახულია პარტიის რეგიონული წარმომადგენლობა. ერთი სიტყვით, ეს არის გამარჯვების სია, რომელმაც საქართველოს მომავალი პერსპექტივები უნდა უზრუნველყოს“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოში წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რამდენი კანდიდატისგან შემდგარი სია წარადგინა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ცესკოში.

პოლიტიკურ პარტიებს ცესკოში პარტიული სიის წარსადგენად ვადა 26 სექტემბერს ამოეწურათ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button