მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ბუბა ჩივაძის საქმის მასალების გასაჯაროებას ითხოვს

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ქუთაისის მერიაში ძალის გამოყენებით დაკავებული ჟურნალისტის
საქმეზე დროულ რეაგირებას და საქმის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.

განცხადება “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” Facebook-გვერდზე ვრცელდება.

„დღეს, 05 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, ჟურნალისტის, ბუბა ჩივაძის დაკავებისა და მისი იძულების წესით ქალაქ ქუთაისის მერიიდან გამოყვანის შესახებ . ქუთაისის მერიის შენობაში “ქუთაისი თუდეის” რედაქტორი პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა – უგონო მდგომარეობაში მყოფ ჟურნალისტს ხელბორკილები დაადო და საპატრულო პოლიციაში გადაიყვანა.

ჩვენი ინფორმაციით, ჟურნალისტი ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, თუმცა უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს საქმის დეტალები და მოხდეს სწრაფი რეაგირება ჟურნალისტის დაკავებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით“-წერია განცხადებაში

შეგახსენებთ,“ქუთაისი თუ დეის” ჟურნალისტი, ბუბა ჩივაძე, რომელიც ქუთაისის მერიაში შიმშილობის დაწყებას აპირებდა, პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. ჩივაძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჩივაძე მერის იმ განკარგულებას აპროტესტებდა, რომლითაც ჟურნალისტებს საშვის გარეშე ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა აეკრძალათ.

“მერმა მედიის საშუალებებს აუკრძალა შენობაში გადაადგილება, რაც არაკანონიერია. სწორედ ამიტომ შემოვედი მის კაბინეტში, დაცვის სამსახურმა კი ჩემს წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, რის გამოც გამოვიძახე პოლიცია და გენერალური ინსპექცია”, – ამბობდა ჩივაძე დაკავებამდე.

ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განმარტა რომ ჟურნალისტი ,მერის სამუშაო ოთახში ძალით შეიჭრა და დაცვის პოლიციის მოწოდებას არ დაემორჩილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩივაძე პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button