მნიშვნელოვანი

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ნიკა გვარამიაზე თავდასხმის გამოძიებას მოითხოვს

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ტელეკომპანია” მთავარი არხის” დირექტორზე ნიკა გვარამიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამავე არხის დირექტორს ნიკა გვარამიას რამდენიმე პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში თავს დაესხა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.ნიკა გვარამია სასამართლოში “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელის გიორგი რურუას წარმომადგენელი იყო, 30 იანვარს  ჩანიშნული იყო მისი სასამართლო სხდომაც.ინციდენტის შედეგად ნიკა გვარამიამ სხეულის დაზიანება მიიღო, თუმცა ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია დაიკითხა თუ არა თვითმხილველი რომელიმე პირი და განხორციელდა თუ არა სხვა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიცია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ დროული, სრულყოფილი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება ამ კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით.კოალიცია ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს დამნაშავეთა დროულ გამოვლენასა და პასუხისმგებლობის დაკისრებას, რათა მოხდეს მომავალში მსგავსი ინციდენტების პრევენცია.

ჩვენ საგანგაშოდ მიგვაჩნია კრიტიკული მედიის მიმართ გახშირებული სიტყვიერი აგრესია და მისი წახალისება, რასაც აუცილებლად მოყვება ფიზიკური თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე. ჩვენ მოვუწოდებთ მაღალი თანამდებობის პირებს, პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენონ ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების საკითხები.
კოალიცია გააგრძელებს აღნიშნული ინციდენტის შესწავლას და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.”- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button