კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრი საჯარო რეესტრიდან მეორედ გაანთავისუფლეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ნონა ნინიაშვილი ქალაქ რუსთავის საჯარო რეესტრიდან, მეორდ დაითხოვეს.
ნინიაშვილი, რომელიც მელია- გვარამიას პოლიტიკური გაერთიანების წევრია, ამბობს, რომ განთავისუფლება მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება.
“ჩემი პოლიტიკური აქტიურობა ყოველთვის იწვევდა უკმაყოფილებას, სპეციალურად ჰყავდათ პირი, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობას აკონტროლებდა. რუსულ კანონს რომ ვაპროტესტებდი და 20 ივნისის აქციებს ვესწრებოდი, საყვედური მითხრეს. პირველ შემთხვევაში, გამანთავისუფლეს დისციპლინური გადაცდომით და სასამართლომ აღმადგინა, თუმცა კი არ აღმადგინეს, ხელახლა მიმიღეს. ახლაც, რაღაც ეთიკური შეუსაბამობა და უძრავი ნივთის განზრახ დაზიანება არის საფუძველი. უკვე გამოვითხოვე დოკუმენტები და ვაპირებ, ისევ მივმართო სასამართლოს”- განაცხადა ნინიაშვილმა.
ნონა ნინაშვილი საჯარო რეესტრიდან, პირველად 2015 წელს დაითხოვეს. დეპუტატი, იმ დროისათვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო.
პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ, ნინიაშვილმა საკრებულოს ფრაქცია დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით, ნიკა მელიას გუნდს შეუერთდა.