“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს
შიმშილობის დაწყებიდან მეოთხე, ულტიმატუმის წაყენებიდან კი მეორე დღე - ელენე ხოშტარია ოპოზიციისგან თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს მოითხოვს

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ მან პარლამენტთან განაცხადა.
რუსთაველის გამზირზე “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ 8 ოპოზიციური პარტიის საერთო განცხადება წაიკითხა.
პარტიები აცხადებენ, რომ არაპირებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, რადგანაც ეს არ ემსახურება მოსახლეობის ინტერესებს და ქართული ოცნების ხელისუფლებას “ლეგიტიმურობის ფასადს შეუქმნის.”
ელენე ხოშტარიამ ასევე განაცხადა, რომ წყვეტს შიმშილობას.
“ჩვენ საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები, რომელთა მიზანიც არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის სტული დემონტაჟი, საქართველოს დამოუკიდებობისა და სუვერენიტეტის დაცვა, ევროპული ტიპის დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება, ჩვენი მოქალაეებისთვის უსაფრთხო გარემოსა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობსბის შექმნა, ჩვენი ქვეყნის ევროპავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ერთობლივად ვაცხადებთ:
1. უარს ვამბობთ ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეო ბა არ მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს და მხოლოდ ლეგიტიმურობის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს.
2. ვაცნობიერებთ ერთობლივივ მოქმედებების აყუცილებლობას და ვაცხადებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ცვენი პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით, მაქსიმალურად დავაჩქაროთ არადემოკრატიული, ოლიგარქიული სისტემის დასასრული.
გვჯერა, რომ გამარჯვების გზა რეჟიმტან სრულა არათანამშრომლობაზე გადის. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ვაგრძელებთ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას ბოლომდე. ამ სულისკვბეთებით და მიდგომით, მე ძალიან მიხარია, რომ ვწყვეტ და ვწყბეტ ყველა ერთად. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ გადავიდეთ ძალიან აქტიურ ბრძოლის ფაზაზე”, – აღნიშნულია ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებას უერთდებიან შემდეგი ოპოზიციური პარტიები:
“ნაციონალური მოძრაობა“
„ევროპული საქართველო“
„სტატეგია აღმაშენებელი“
„გირჩი“
„ახალი“
„თავისუფლების მოედანი“
„ფედერალისტები“
„დროა“
შიმშილობის დაწყებიდან მეოთხე, ულტიმატუმის წაყენებიდან კი მეორე დღე – ელენე ხოშტარია ოპოზიციისგან თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს მოითხოვს. გვარამიას თანაგუნდელი ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიას პოზიციის დროულად დაფიქსირებისკენ, გახარიას გუნდს კი, არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. ხოშტარია “კურიერის” შეკითხვებს არ პასუხობს, თუმცა შიმშილობის დაწყების მიზეზებს სოციალურ ქსელშიც ადასტურებს და ერთ-ერთი მედიასაშუალების გადაცემაშიც.
ხოშტარიას ულტიმატუმი ადრესატი პარტიებისთვის გაუგებარი და მიუღებელია. გახარიას გუნდში ამბობენ, რომ შანტაჟი მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს, ხაზარაძე-ჯაფარიძის “ლელოში” კი დღეს ელენე ხოშტარიას მოთხოვნას აღარ უპასუხეს. კოლეგის მიერ ულტიმატუმის წაყენებიდან მალევე კი თქვეს, რომ მათი გადაწყვეტილება უცვლელია – “ლელო” ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე დისკუსიას სთავაზობს.
ხოშტარიას ულტიმატუმი, დედაქალაქის მერის შეფასებით, ოპოზიციაში არსებულ განხეთქილებაზე მიუთითებს. კახა კალაძის თქმით, ხელისუფლების ოპონენტები საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რასაც მათ უცხოელი მხარდამჭერები ეტყვიან.
ის პარტიები, ვისაც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ, კოლეგებს დროულად ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებენ. “გირჩი” 4 ბარიერგადალახულ ოპოზიციურ ძალას ურჩევს, ერთმანეთთან შიმშილობით კომუნიკაცია შეწყვიტონ, “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკის ადრესატები კი გახარიასა და ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიები არიან.
ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ – პრემიერ-მინისტრის შეფასებით, უპრეცედენტო მოვლენაა და ხელისუფლების ოპონენტებს შორის მძიმე დაპირისპირებაზე მიანიშნებს. მიზეზებზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე და ამბობს, რომ ოპოზიციის ეს კრიზისი უცხო ქვეყნების დაკვეთის ბრმად შესრულებამ გამოიწვია.
შეძლებს თუ არა ელენე ხოშტარია შიმშილობის აქციით ხაზარაძე-ჯაფარიძისა და გახარიას გუნდებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ათქმევინოს, ეს ჯერ ისევ უცნობია. ოპოზიციას საბოლოო და საერთო სტრატეგია ამ დრომდე არ აქვს.
უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, რათა ოპოზიციას ხმა გააგონოს, ანუ, ერთმანეთს რომ გააგონონ ხმა. ეს ნონსენსია, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, ასეთ ოპოზიციას ჰქონდა ქვეყნის მართვაზე პრეტენზია.
„ადამიანი შიმშილობს იმიტომ, რომ დანარჩენმა ოპოზიციონერმა რადიკალებმა მონაწილეობა არ მიიღონ ადგილობრვი თვითმმართველობის არჩევნებში. ეს სიგიჟეა, გაგიჟებულები არიან. რას ჩადიან, ვერ გავიგეთ. წარმოიდგინეთ, ამათ პრეტენზია ჰქონდათ, რომ ქვეყანა ემართათ. მათი მართული ქვეყანა 2012 წლამდე ვნახეთ – დაქუცმაცება, შანტაჟი, მიყურადება, ომი, უბედურება, ტრაგედია. ეს მათი ხელწერაა და ვნახეთ. წარმოდიგინეთ, ამ არაადეკვატურებს რომ მისცე სახელმწიფო სამართავად, რას ვართ გადარჩენილი. ის კაცი მეცოდება, გვერდით რომ მიუჯდა – გედი. გაუგებრობაშია და ვინმემ უთხრას, რომ აქ სხვა თემებშია საქმე. ადექი, შე კაცო, არ დარჩე ისე, ნაშიმშილარი“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
უწყვეტი პროტესტის 215-ე დღესაც, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
პარალელურად, აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, საიდანაც მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლებენ.