კობა გვენეტაძე- კურსის დინამიკა გაუმჯობესებაზე მეტყველებს

ლარის კურსთნ დაკავშირებით, ეროვნული ბანკის დირექტორი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი არ აკეთებს კურსის პროგნოზს,მისი ფუნქცია არის დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნება, რამაც უკვე გრძელვადიან პერიოდში ლარის სტაბილურობა უნდა განაპირობოს.

მისი თქმით, ბოლო თვეების ტენდენციებს თუ გადავხედავთ კურსის დინამიკა გაუმჯობესებაზე მეტყველებს.
„თუ გადავხედავთ ბოლო თვეების ტენდენციებს, დინამიკა ნამდვილად გაუმჯობესებაზე მეტყველებს.

ტურიზმი 11 პროცენტით გაიზარდა, ფულადი გზავნილები 13 პროცენტით, სექტემბერი იყო პირველი თვე ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც ექსპორტი 8 პროცენტით გაიზარდა, ამავე თვეში სექტემბერში, იმპორტი შემცირდა ორი პროცენტით.

თქვენ იცით, რომ ბოლო პერიოდში დოლარი მყარდებოდა საკმაოდ და პიკსაც კი მიაღწია. თუ ყველაფერს ამას შევხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ სხვა თანაბარ პირობებში გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით“,- აღნიშნა გვენეტაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button