კობახიძე აცხადებს, რომ ჰარცელმა მწვანე შუქი აუნთო პროვოკაციებს

ირაკლი კობახიძე, ევროკავშირის ელჩს განცხადებას უწუნებს. საკუთარი პოზიცია ” ქართული ოცნების” თავმჯდომარემ თელავში, პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ დააფიქსირა.
“როცა ასეთ პროვოკაციას აკეთებს ოპოზიციური პარტიის, თუნდაც ფორმალური თავმჯდომარე, საჭიროებს მძიმე შეფასებას, თუმცა, ჩვენ ასეთი შეფასება ვერ მოვისმინეთ – ასე შეაფასა ” ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ევროკავშირის ელჩის განცხადება, მისი და ნიკა მელიას დაპირისპირების შესახებ.
” შეფასება უნდა ყოფილიყო მკაფიო, როცა ასეთი მძიმე პროვოკაცია ხდება და შეფასება არ არის, ნიკა მელიასნაირმა ადამიანებმა, რომელსაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, შეიძლება მიიღოს,როგორც მწვანე შუქი დამატებითი პროვოკაციებისათვის. საჭიროა მკაცრი შეფასება. სარჩელის განცხადება იყო რბილი. ნიკანორ მელიამ შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირის ოფისსაც. ეს ფაქტი მეტყველებს, როგორია მელის და ოპოზიციური პარტიის სახე. იქ არ იყო ძალადობის რისკი, ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები იყვნენ პროტესტის ნიშნად შეკრებილები, მაგრამ ის აი საათის განმავლობაში დაიმალა და ვერ ბედავდა გამოსვლას. თუმცა ის კაციც არ არის და შესაბამისადაც იქცეოდა”- განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ერთმანეთს 23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისთან დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირების შესახებ, საკუთარი პოზიცია, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, დღეს დააფიქსირა.

ელჩი აცხადებს, რომ წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ შეაშფოთა.
“გუშინ, მიმდინარე საარჩევნო პროცესზე სასაუბროდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად, ვუმასპინძლე ინდივიდუალურ შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, როგორც ეს წინასაარჩევნოდ ხდება ხოლმე. ვწუხვარ, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა. თუმცა, მივესალმები იმას, რომ ერთ–ერთმა მათგანმა საზოგადოებას შემდგომ ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.
ასევე, შემაშფოთა წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, რომლის შესახებ მქონდა კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან.
ნება მომეცით გავმეორო ის გზავნილი, რომელიც გასულ კვირას გამოვთქვი – ვგმობ წინასაარჩევნო კონტექსტში მომხდარ ძალადობის ფაქტებს და მოვუწოდებ მათი სწრაფად და სიღრმისეულად გამოძიებისკენ; ასევე ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება.
არჩევნების დღეს, რომელიც საქართველოში შემდეგ კვირაში გაიმართება, ყველა ამომრჩეველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს დემოკრატიული უფლებით და თავისუფლად, მშვიდობიან და ძალადობისა თუ ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში, მისცეს ხმა.
საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისგებლობა, უზრუნველყონ ამ უფლებით სარგებლობა”, – აცხადებს კარლ ჰარცელი.