მნიშვნელოვანისიახლეები

კობახიძე გომელაურს კიდევ ერთხელ უხდის მადლობას და ამბობს რომ აქციაზე არ იყო არავითარი ძალის გადამეტების შემთხვევები

ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ძალადობრივად დაშლის შემდეგ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მინისტრს ვახტანგ გომელაურს დღეს უკვე მეორედ გადაუხადა მადლობა.

მან ჯერ მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გადაუხადა მადლობა შს მინისტრსა და პოლიციელებს, ახლა კი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ის კვლავ ირწმუნება, რომ აქციაზე არ იყო არავითარი ძალის გადამეტების შემთხვევები.

“მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს, გუშინ, ისევე როგორც გუშინ წინ თავიდან იქნა არიდებული მძიმე ინციდენტები, მიუხედავად იმისა, რომ იყო უპრეცედენტო ძალადობა პოლიციელების წინააღმდეგ. თან ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, სისტემური, უხეში ძალადობა, რასაც მიმართავდნენ შესაბამისი დაჯგუფებების წევრები, ამ ფონზე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ პოლიციელებს მოთმინებისთვის.

თქვენ ხედავდით გუშინ, გუშინ წინ, არ იყო არავითარი ძალის გადამეტების შემთხვევებიც კი. თავიდან ბოლომდე სისტემური ძალადობა იყო ინიცირებული მომიტინგეების მხრიდან, რეაგირება პოლიციის მხრიდან იყო თავისთავად თავიდან ბოლომდე პროპორციული, თუმცა არავითარი რეაგირება, განცხადება მომიტინგეების წინასწარ დაგეგმილ, კოორდინირებულ ძალადობასთან დაკავშირებით ჩვენ არ მოგვისმენია, რაც სამწუხაროა”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე თვლის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ისევ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მართა.

ამასთან, კობახიძე ვახტანგ გომელაურსა და თითოეულ პოლიციელს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მათი როლი ამ პროცესების მართვაში განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვიცით არაერთი ფაქტი, თუ რისი მოთმენა უწვედათ პოლიციელებს ამ დღეების განმავლობაში. ეს იყო უმძიმესი შეურაცხყოფა, უმძიმესი ფიზიკური თავდასხმები, თუმცა, საბოლოო ჯამში, შსს-მ პროცესები მართა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით”, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერმინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში ნაცმაიდანი არ შედგა და არც არასდროს შედგება.

“უკვე არაერთხელ ვთქვით, რომ საქართველო ნაცმაიდანი არ შედგა და არც არასდროს შედგება. ეს ყველაფერი გამოჩნდა წელს, გაზაფხულის მოვლენების დროს და ამ დღეებში. იყო კოორდინირებული და წინასწარ გაწერილი გეგმა, უცხოური დაფინანსება იყო ჩართული ამ გეგმის რეალიზებაში. სწორედ ამიტომ არ უნდოდათ ვიღაც-ვიღაცებს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომ ბუნდოვანი ფორმით ყოფილიყო დაფინანსებული რევოლუციური პროცესები საქართველოში”, – აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ საქართველოსთვის 2012 წლის შემდეგ, მიტინგის დარბევა არის აბსოლუტურად უცხო მოვლენა – ამბობს თვითგამოცხადებული პრემიერი მისივე თვითგამოცხადებული მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე. ირაკლი კობახიძემ გომელაურს დღეს მორიგი მადლობა გადაუხადა – “მადლობა თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის, ვიცით არაერთი ფაქტი რისი მოთმენაც უწევდათ ამ დღეების განმავლობაში” – ამბობს ე.წ. პრემიერი. კობახიძის აზრით, შსს-მ პროცესები “ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მართა”.

მსგავსი პოსტები

Back to top button