მნიშვნელოვანისიახლეები

კობახიძემ ქართული ოცნების თავმჯდომარე ღარიბაშვილს და არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე წულუკიანს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

არალეგიტიმურმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს და ე.წ. პარლამენტის ვიცე სპიკერს, თეა წულუკიანს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა. შესაბამის “განკარგულებას” კობახიძემ მოაწერა ხელი.

“ყოფილ პრემიერმინისტრს – ირაკლი ღარიბაშვილს დაენიშნოს/გაუგრძელდეს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2026 წლის 1 აპრილამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს − თეა წულუკიანს დაენიშნოს/ გაუგრძელდეს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2026 წლის 1 აპრილამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა უზრუნველყოს”, – ნათქვამია განკარგულების ტექსტში.

განკარგულება 12 მარტით თარიღდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button