მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის მორიგი მასიური თავდასხმა უკრაინაზე-დაიბომბა დედაქალაქი კიევი

რუსეთის მორიგი მასიური თავდასხმა უკრაინაზე რომლის გამოც საჰაერო განგაში ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. უკრაინის საჰაერო ძალების განმარტებით, საფრთხე რუსული ძალების მხრიდან Tu-95MS-ის ტიპის სტრატეგიული თვითმფრინავების სავარაუდო გაშვების მიზეზით გაჩნდა.

უპილოტო საფრენი აპარატები დაფიქსირდა ქვეყნის სამხრეთ ნაწილშიც. აფეთქებები მოხდა ხარკოვისა და ჩერკასის რაიონშიც. ხარკოვის რაიონში დაშავებულია ორი ადამიანი;
ხარკოვის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის არმიამ რეგიონში, სულ მცირე, ოთხი დარტყმა განახორციელა. შედეგად, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მასობრივი სარაკეტო თავდასხმის დროს დაიბომბა ლვოვის რეგიონი. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამრეწველო ობიექტი.

რუსეთის საოკუპაციო ძლების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა ქალაქ მიკოლაევში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საცხოვრებელ ზონაში თავდასხმა რაკეტებით და უპილოტო აპარატებით მოხდა. დაბომბვის შედეგად 20-მდე სახლი დაზიანდა, ასევე ელექტროგადამცემი ხაზები და წყლით მომარაგების სისტემა ასევე ხანძარი გაჩნდა გაზსადენზე.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა იერიში მიიტანა ქვეყნის ექვს რეგიონზე. დღეს დილიდან აფეთქებებია უკრაინის დედაქალაქ კიევში, ხარკოვის, ლვოვის, ნიკოლაევის და ჩერკასის ოლქებში.

უკრაინის არმიის მეთაურის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსეთმა თავდასხმის დროს უპილოტო თვითმფრინავები, საჰაერო და საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები, ბალისტიკური რაკეტები და „ეს-300“-ის ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტები გამოიყენა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 29 ფრთოსანი რაკეტა და 15 უპილოტო აპარატი ჩამოაგდო.

მიკოლაევში განადგურდა ათობით საცხოვრებელი კორპუსი. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დაღუპულია 3 ადამიანი.

რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური იერიში მიიტანა – დაიბომბა ქვეყნის დედაქალაქი კიევი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში 18-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაშავდა და ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 3.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი. მიმდინარეობს შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, კიევში, გოლოსეევსკის რაიონში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი რუსული სარაკეტო თავდასხმის დროს დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა ევაკუირებულია 52 მობინადრე.
მერიის ცნობით, კიევის ნაწილი ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე დარჩა, რადგან დაზიანებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ რუსეთს პასუხს აუცილებლად გასცემენ და „ტერორისტები შედეგებს ყოველთვის იგრძნობენ“.

ზელენსკის ინფორმაციით, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა უკრაინის 6 რეგიონი, მათ შორის კიევი, ხარკოვი, ნიკოლაევი და ლვოვი. მაშველები მუშაობას განაგრძობენ. რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დანგრეული და დაზიანებულია სახლები, ელექტროგადამცემი ხაზები და წყლით და გაზით მომარაგების სისტემები. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დღევანდელი მასირებული შეტევისთვის რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 44 ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა და 20 უპილოტო საფრენი აპარატი. საჰაერო ძალების სარდლობის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა 29 რაკეტა და 15 დრონი გაანადგურეს.

რუსეთის მორიგი თავდასხმის გამო საჰაერო განგაში უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ოლქებიდან დაიწყო და ადგილობრივი დროით დილის 6 საათისთვის გავრცელდა ქვეყნის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს. კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მხოლოდ დედაქალაქის თავზე 20-მდე რაკეტა მოიგერიეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინაზე დღევანდელი მასირებული შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ჯამში, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 64 რაკეტა და უპილოტო თვითმფრინავი გამოიყენა, რომელთაგან 44 უკრაინის თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button