მნიშვნელოვანისიახლეები

კობახიძის თქმით ივანიშვილი მშვიდობის მთავარ გარანტია-,,ივანიშვილი შეხვედრებზეც ბრონირებული მინით ივლის,,

პრემიერმა კობახიძემ ბიძინა ივანიშვილი მშვიდობის მთავარ გარანტად დაასახელა და ამით ახსნა ის “უსაფრთხოების ზომები”, რომელიც გუშინ, მცხეთაში, ოლიგარქის გამოსვლის დროს მიიღეს. კობახიძემ დააანონსა, რომ სხვა ივანიშვილი შეხვედრებზეც ბრონირებული მინით ივლის

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 21 აგვისტოს “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლისას უსაფრთხოების ზომები “მომატებული რისკების” გამო გააძლიერეს. ამის შესახებ მან ღონისძიების შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს.

კობახიძემ აღნიშნა მსოფლიოში განვითარებული მოვლენები და ასევე დაამატა, რომ “კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ყველაფერზეა წამსვლელი”.

“თქვენ იცით, რომ არის უსაფრთხოების მომატებული რისკები. იცით, რომ მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არის მიმდინარე გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე იცით, რა ხდება მსოფლიოში და იცით ასევე ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი. შესაბამისად, მთავარი რისკ-ფაქტორებიც ამას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, რომელიც დღეს იქნა მიღებული და რომელსაც მივიღებთ შემდეგ შეხვედრებზე, არის აბსოლუტურად ლოგიკური. […]

თქვენ იცით, რა ხდება მსოფლიოში – ეს ერთი და იცით ასევე, რომ დღევანდელი ოპოზიცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ყველაფერზეა წამსვლელი”, – თქვა კობახიძემ.

მცხეთაში სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს სპეციალურად მისთვის განკუთვნილი ტრიბუნიდან მიმართა, რომელიც, სავარაუდოდ, დაჯავშნილი მინებით იყო დაცული. 24 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოში იგეგმებოდა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა.

„ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა“, – წერია სუსის განცხადებაში.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სუსი „იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“.

,,საქართველოს ბედი ჩვენ ხელშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ,,-ბიძინა

შეგახსენებთ, გუშინ, 21 აგვისტოს ივანიშვილი მისივე პარტიის ლიდერებთან ერთად მცხეთაში, წინასწარ საგანგებოდ მობილიზებულ ადმინისტრაციულ რესურსთან და პარტაქტივთან გამოჩნდა. სცენაზე ორი ტრიბუნა იდგა – ცალკე პრემიერისთვის, პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვა ლიდერებისთვის, განცალკევებით კი ოლიგარქისთვის, რომელსაც მეორისგან ტყვიაგაუმტარი შუშა განასხვავებდა.

ივანიშვილმა ისევ ტრადიციული მუქარა გააჟღერა და “ქუდზე კაცი” არჩევნებზე მხოლოდ იმიტომ მოიხმო, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური პარტია გააუქმოს.

“ქართული ოცნება” ქვეყანაში მშვიდობის გრძელვადიანად დამყარებისთვის 4 აუცილებელი პირობას აყენებს

მსგავსი პოსტები

Back to top button